საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში პარლამენტი ორ მინისტრს მოუსმენს
საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში, ხუთშაბათსა და პარასკევს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმენს, ხოლო ოთხშაბათს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა ბიუროს სხდომაზე.
კახა კუჭავას თქმით, მომავალი კვირის სამშაბათი, ტრადიციულად, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა.
კვირის განმავლობაში, პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს.