გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი  – გივი მიქანაძე პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ ურთიერთობათა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

პარლამენტის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისას, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და შესაბამისი წინადადებები წარადგინა ბერძენი კოლეგის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე „საპარლამენტო ასამბლეასთან „ახალგაზრდა პარტნიორის” სტატუსის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის გაფართოებას ითვალისწინებს.

გივი მიქანაძე ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები