ირაკლი შიხიაშვილი: საკაშვილის სასამართლოს ნახვის მერე, ბევრი განცვიფრებული იძახის, დღესაც კი, როგორ არ უჩნდება სინანული მიშასო თავის ჩადენილ ჯალათობებზეო

“ქართული მარშის” გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი სოციალუ ქსელში მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებების შესახებ წერს.

 

“საკაშვილის სასამართლოს ნახვის მერე, ბევრი განცვიფრებული იძახის, დღესაც კი, როგორ არ უჩნდება სინანული მიშასო თავის ჩადენილ ჯალათობებზეო?
დიახ არ გაუჩნდება დროში და სივრცეში გაჭედილ ამ არსებას, რადგან ცნობილი ანდაზაა-“არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა…”!
ზოგი კომფორმისტი კი იმას გაიძახის, “ნაცსექტის” და “ქოცნების” კლოუნადა ნორმად უნდა მივიღოთ, შევეგუოთ და ერთად თანაცხოვრება უნდა მოვახერხოთო!
მაგრამ “იმისტებად” და “ამისტებად” დაყოფილ საზოგადოება ერთობას როგორ შექმნის?!
ასეთი მსჯელობა უნებლიედ “კუ და მორიელის” იგავს მახსენებს.

მე ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას ვიტყვი ჩემო მეგობრებო;
რაც გვჭირს, ამ უწესობას, კი არ უნდა შევეგუოთ, არამედ საზოგადოებამ უნდა დაადგინოს თანაცხოვრების ისეთი წესების სტანდარტი, რაც შეშვენის და ევალდებულება ჩვენი ისტორიული ასაკის, კულტურის, ტრადიციების მქონე ერს!
პასუხიმგებლიან ერს, საზოგადოებას ბელადები და “იზმები” კი არ უნდა ჰყავდეს უკეთესი ხვალინდელი დღის “გარანტორად”,
არამედ-თვითონ ერი!
ილუზორული აღქმები კი არ უნდა გვიყალიბებდეს ხედვებს, არამედ-ფაქტები!
სიტყვის თავისუფლება ცილისწამების უფლებას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ-პასუხისმგებლობას ნათქვამზე!
პიროვნება, სხვისხელშემყურეობას კი არ უნდა ესწრაფვოდეს, არამედ-თვითონ ცდილობდეს, მოითხოვდეს თავის ცხოვრების განკარგვას!
სხვანაირად ძალაუფლებას დახარბებულ ბელადების მუდმივ ტყვეობაში ვიქნებით და მათი დადგენილი წესებით, უწესოდ, ვიცხოვრებთ!
ეს ყველაფერი, რაც არ უნდა რთულად განსახორციელებლად მეჩვენებოდეს, გამოსავალს მაინც ასე ვხედავ”,- წერს შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები