ლევან ალაფიშვილი: თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, უფლებამოსილება შეუწყდება და ჩატარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი განმარტავს, თუ როგორ წარიმართება პროცესები იმ შემთხვევაში, თუ ახლადარჩეული საკრებულოები ზედიზედ, 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. ალაფიშვილის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება. რაც შეეხება, აღმასრულებელ ორგანოს, მერის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში, არ დაიშნება.

“თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება (წევრები რეგისტრაციას არ გაივლიან), მას უფლებამოსილება შეუწყდება და ჩატარდება მხოლოდ საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. მერის არა.
თუ საკრებულო იკრიბება ანუ გახსნის ქვორუმი შედგება, მაგრამ გადაწყვეტილებები ვერ მიიღება (ანუ წევრები სხდომაზე რეგისტრაციას გადიან და ამის შემდეგ დატოვებენ სხდომებს) ამ შემთხვევაში არ არსებობს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი
თუ საკრებულო იკრიბება, მაგრამ გადაწყვეტილება უუნაროა და ამ მოცემულობის შეცვლის პერსპექტივაც არ არსებობს, შესაძლოა, გაჩნდეს საკრებულოს დათხოვნის საფუძველი (ვერ ასრულებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას), რასაც სჭირდება პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის კონსენსუსი, გადაწყვეტილებები.
საკრებულოს დათხოვნას მოსდევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტაც და მუნიციპალიტეტში ტარდება მერის და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები”, – წერს ალაფიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები