ხავიერ კოლომინა: ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება
ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.
„რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება“, – დაწერა ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე.