„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები სიცრუის ტირაჟირებაა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთა: “სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთ შშმ ბავშვზე, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა, სანდრას რატომ არ ასამართლებენ, ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი და მეხუთედი სანდრასია. ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ სამედიცინო სფეროში საქართველოში 100 მილიონი ევროს გრანტი შემოიტანა. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული – ციხის ჯანდაცვისთვის, დაწყებული ტუბერკულოზიდან და ა.შ.”.