ჯოზეფ ბორელი: მხარს ვუჭერთ საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით, კერძოდ, ყირიმის ანექსიითა და საზღვართან რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებით შეშფოთებულია.

ბორელის თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე.

მისი თქმით, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

„ბელარუსში რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება. ევროკავშირის ერთიანი პოზიციაა, დაასრულოს ჩვენს საზღვრებთან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ორკესტრირებული მიგრაციული კრიზისი. მოწყვლადი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია და უნდა შეწყდეს. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ევროკავშირი მხარს უჭერს და მზად არის, შეავსოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევა შეთანხმებული, ყოვლისმომცველი და მდგრადი დარეგულირებისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოში მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკაში დნესტრისპირეთის დარეგულირების პროცესს. სტაბილურობა ეუთო-ს მთელ რეგიონში ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია“, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები