გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე: პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პარლამენტის მინიმუმ 113 წევრის ხმა სჭირდება.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების გამართვაა საჭირო.

“ვიმეორებ, პოზიციები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში. ანუ, საზოგადოებამ, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აირჩია იმისთვის, რომ პარლამენტში ვიკამათოთ. მინიმუმ პარლამენტის 113 წევრი სჭირდება იმას, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ როგორ გგონიათ, 113 ადამიანის მხარდაჭერა როგორ უნდა განხორციელდეს, თუ წინასწარ არ მოხდება კონსულტაციები”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები