მათიკაშვილი: ეს არ არის “პიჯაკების საქმე”, პრეზიდენტის თავხედობის საქმეა საკუთარი ერის წინაშე

 

ეს არის არა “პიჯაკების საქმე”, არამედ “მასაჟების საქმე”, “ბოტოქსების საქმე” და პრეზიდენტის თავხედობის საქმე საკუთარი ერის მიმართ, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

მისი თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს საკუთარ კაპრიზებზე ხარჯავდა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებას უნდა მოეშვას.

„პიჯაკებიც არის ამ საქმის შემადგენელი და საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამაზე, თუმცა პიჯაკების გარდა 9 მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან ამოაცალა. სამწუხაროდ, დესტრუქცია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერაა, მაგრამ სახელმწიფო მყარად დგას თავის ადგილას და ყველა დესტრუქციულ ნაბიჯს ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილოსის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.
სასამართლოს ეზოში დილიდან იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები