ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფისთვის პასუხს სამართლებრივად აგებენ და არა ისე, როგორც 2012 წლამდე ხდებოდა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელი ხელშეუვალია და კანონით არის დაცული.

მისი თქმით, 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცადა ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას, შეეცადა და საკადრისი პასუხიც მიიღო, 4 ადამიანია დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ოპოზიცია დიდი ხანია ებრძვის და შეურაცხყოფას აყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის პოლიციასაც.მისივე განმარტებით, ის, რაც მოხდა 29 ნოემბერს ამის დასტური იყო, ამიტომ ყველა დამნაშავე სამართლიანად აგებს პასუხს კანონის წინაშე

„დღეს თითოეული პოლიციელი იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას, არა იმიტომ რომ ამას კანონიც ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ მერაბიშვილის დამსჯელი და მჩაგვრელი პოლიციელებისგან განსხვავებით, დღეს ყველა მოქალაქეს ღირსეულად ეპყრობიან, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ებრძვის, აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის შსს და თითოეულ პოლიციელს. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელი ხელშეუვალია და კანონით არის დაცული, 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცადა ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას, შეეცადა და საკადრისი პასუხიც მიიღო, 4 ადამიანია დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. პოლიციელის შეურაცხყოფისთვის პასუხს სამართლებრივად აგებენ და არა ისე, როგორც 2012 წლამდე ხდებოდა. ასე მუშაობს დემოკრატია და მიუხედავად იმისა ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, მომავალშიც ყველა იქნება თანასწორი და უმკაცრესად აგებს პასუხს კანონდარღვევაზე“, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები