ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემბრის კომპლექსი, რომ რადიკალები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფომ არაპროპორციული ძალა გამოიყენოს მათ წინააღმდეგ

სახელმწიფო უწყებას ისე მიაყენებენ შეურაცხყოფას, არც კი დაფიქრდებიან და მერე ურაპატრიოტიზმს იქადაგებენ. ასეთი საქციელი ჩაიდინა ნორჩმა ლენინელმა თამლიანმა, რომელმაც სახელმწიფო წარმომადგენელზე იძალადა, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბესიკ თამლიანის დაკავების ფაქტს, პოლიციელზე ძალადობის გამო

„იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემბრის კომპლექსი, რომ რადიკალები ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფომ არაპროპორციული ძალა გამოიყენოს მათ წინააღმდეგ. ცივილიზებულობაზე აქვთ პრეტენზია, ფერადი წინდები აცვიათ, ჰუმანურ ლოზუნგებს აქვეყნებენ,”დანოსებსაც” ინგლისურად აგზავნიან, თუმცა ბოლშევიკი ლენინელებივით იქცევიან. სძულთ ყველა და ყველაფერი, რაც მათი საპირისპიროა. ჭირსაც წაუღია საქართველო, სადაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. სახელმწიფო უწყებას ისე მიაყენებენ შეურაცხყოფას, არც კი დაფიქრდებიან და მერე ურაპატრიოტიზმს იქადაგებენ. ასეთი საქციელი ჩაიდინა ნორჩმა ლენინელმა თამლიანმა, რომელმაც სახელმწიფო წარმომადგენელზე იძალადა. ისეა ეშხში შესული, რომ მიშას გულისთვის ყველაფერზე წავა, თუმცა ახლა გამოფხიზლდა, მიხვდა რა დანაშაულიც ჩაიდინა და ახალი სისულელე გამოაცხო-ქანთარიასავით რაიხსტაგზე ავიტანე დროშაო…თითქოს საზოგადოება ტაშს დაუკრავს. ასეთი უპასუხისმგებლო პროვოკატორები კანონის სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ზუსტად ისე, როგორც ევროპაში ისჯებიან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პროვოკატორები“, – წერს Facebook-ზე ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები