ადვოკატი: სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე სიტყვით გამოვა და ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ახდის ფარდას

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ ექიმები ამ მაჩვენებელს დაარეგულირებენ და სისუსტის პრობლემა აღარ ექნება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მდგომარეობაშიც კი, ის მზადაა ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად. ასევე, ის დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, რომელიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მათ შორის, სამთავრობო კონსილიუმის ჩათვლით და მადლიერია ყველაფრისთვის“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა და, მისივე განმარტებით, ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ახდის ფარდას.

“ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ არის. ეს სიტყვა არის ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქნება ბრალდების სკამზე”, – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები