თამარ გაბუნია: დღეს აპლიკაციის გამოყენების პირველი დღეა და ნებისმიერი ხარვეზი, რაც შეიძლება, გამოვლინდეს, დროულად აღმოიფხვრება

“დღეს აპლიკაციის გამოყენების პირველი დღეა და ნებისმიერი ხარვეზი, რაც დღეს შეიძლება, გამოვლინდეს, დროულად აღმოიფხვრება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ “მწვანე პასპორტზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “მწვანე საშვის” აპლიკაცია მარტივი გამოსაყენებელია.

„ზოგადად, გამოსაყენებლად ე.წ. მწვანე საშვის აპლიკაცია არის ძალიან მარტივი და ნებისმიერ წამკითხველს შეუძლია იდენტიფიცირება. რამდენიმე ზარი შემოვიდა დილიდან, როდესაც მომხმარებელს სთხოვეს აცრის სერტიფიკატი და კომპანია მხოლოდ ,,მწვანე საშვის,, წაკითხვით არ შემოიფარგლა. ამან გარკვეული შეფერხება შექმნა ერთეულ შემთხვევებში. ბუნებრივია, ჩვენ მიმდინარე რეჟიმში ვაკვირდებით იმას, თუ რამდენად შეუფერხებლად მუშაობს აპლიკაცია, ტექნიკური ჯგუფი ამას უზრუნველყოფს. დღეს პირველი დღეა და ნებისმიერი ხარვეზი, რაც შეიძლება, გამოვლინდეს, აღმოიფხვრება დროულად და მომხმარებელს ამის გამო დისკომფორტი არ ექნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეიდან “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები