„ყაზტრანსგაზი“ შესაძლოა დააჯარიმონ
“ყაზტრანსგაზ თბილისი”, ბუნებრივი აირის მოხმარებისა და მიწოდების წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ამ საკითხზე დღეს სემეკ-ის სხდომაზე იმსჯელეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კომპანიას მიუთითა, რომ ბუნებრივი აირის საფასურის გადაუხდელობის გამო, გაზი არ ჩაუჭრან იმ აბონენტებს, ვისაც 2 თვის გადასახადი ერთდროულად დაერიცხა და მათ, ვისაც გადახდის ერთთვიანი ვადა შეუმცირდათ. სემეკ-ში დღეს საკითხის საჯარო განხილვა გაიმართა. დაჯარიმდება თუ არა “ყაზტრანსგაზ თბილისი”, ამაზე კომისია 13 თებერვლის სხდომაზე იმსჯელებს.