თბილისში, სანზონის N10 კორპუსთან და N32 საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, სანზონის N10 კორპუსთან და N32 საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
აღნიშნული გზით, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ორი საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სარგებლობენ. ტროტუარის არარსებობის გამო, გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ ფეხითმოსიარულეებს, რაც ამ ეტაპზე მოგვარებულია.
საგზაო სამუშაოების ღირებულება 137 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები