ქართველი რეჟისორის ფილმი “ბერლინალეზე“
კინოფესტივალ ,,ბერლინალეს“ ფარგლებში, ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის მხატვრული ფილმის ,,პატარძლები“ მსოფლიო ჩვენება გაიმართება. ფესტივალზე ფილმი წარმოდგენილია ნომინაციაში ,,საუკეთესო დებიუტი“ . ეს კინოდოკუმენტალისტისა და სცენარისტის პირველი მხატვრული ფილმია, რომელიც იმ ქართველ ქალებს ეხება, ვინც საკუთარ ბედს პატიმრობაში მყოფ მამაკაცებს უკავშირებს. როგორც რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი აცხადებს, ეს თემა მისთვის ახლობელია, რადგან ცხოვრებაში დაახლოებით მსგავსი რამ გადახდა. კინოფესტივალი ,,ბერლინალე-2014“ ოფიციალურად 6 თებერვალს იხსნება და 16 თებერვლამდე გასტანს.