ელენე ხოშტარია – კოვიდსტატისტიკაზე: ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება
“არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია კორონავირუსის გაზრდილ სტატისტიკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მერამდენე დღე თუ კვირა თუ თვეა, რაც 50-80 ადამიანი მიდის კორონას გამო. არანაირი განგაში, არანაირი წუხილი, არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ნორმააო გვეუბნებიან. ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს.
ახალ წელს სიცოცხლის სადღეგრძელოები ვსვათ ყანწებით და მოგვეშვება…”, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 214 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 80 კი გარდაიცვალა.