ლევან ნიკოლეიშვილი: ზვიადაურის მოსამართლე, მამუკა წიკლაური “ნაცების” ყოფილი პროკურორის, ნიკა გვარამიას ნათესავის, მამუკა გვარამიას დის ქმარია

“ზვიადაურის პროცესი სპეციალურად დაამთხვია და, პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაათავისუფლა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, მამუკა წიკლაური “ნაცების” ყოფილი პროკურორის, ნიკა გვარამიას ნათესავის, მამუკა გვარამიას დის ქმარია.

“ეს ფარისეველი, გახრწნილი ადამიანი ხელისუფლებას აბრალებს ზვიადაურის გათავისუფლებას. სინამდვილეში იცით, რა ხდება? ზვიადაურის პროცესი სპეციალურად დაამთხვია დღევანდელ დღეს და, პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, გაათავისუფლა მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ეს კაცი არის “ნაცების” ყოფილი პროკურორის, ნიკა გვარამიას ნათესავის, მამუკა გვარამიას დის ქმარი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები