იაპონიის საზღვრები უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კვლავ ჩაიკეტა

იაპონიაში მოგზაურთათვის კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირის თავზე, ქვეყანა საზღვრების ხელახალი ჩაკეტვისთვის ემზადება.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონიის საზღვრები უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კვლავ ჩაიკეტება „ომიკრონის“ შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.

„მოვლენების დრამატული განვითარება თავიდან რომ ავიცილოთ, საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 30 ნოემბრის ღამის 12 საათიდან ძალაში შევა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება“, – განაცხადა კიშიდამ საგანგებო ბრიფინგზე.
ამ ეტაპზე, უცნობია, რა დროით იკეტება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იაპონიის საზღვრები.
შეგახსენებთ, რომ იაპონიამ სახელმწიფოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის პანდემიის დღიდან ჩაკეტა და სულ რამდენიმეჯერ, ისიც ცოტა ხნით გახსნა. საზღვრების დახურვის ახლანდელი გადაწყვეტილება კი „კოვიდ -19“-ის ახლი შტამის, „ომიკრონის“ აღმოჩენას უკავშირდება, რომელიც, ბოლო მონაცემებით, უკვე მსოფლიოს 14 სახელმწიფოში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ხსენებული მიზეზით, მსოფლოში მხოლოდ ორმა სახელმწიფომ დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ – იაპონიამ და ისრაელმა.

წყარო: https://www.dw.com/en/coronavirus-digest-japan-bars-foreign-travelers-as-omicron-spreads/a-59964628

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები