ხანძარმა დედოფლისწყაროში ლიპატოვების ოჯახი დააზარალა

ქალაქ დედოფლისწყაროში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებ დიმა ლიპატოვის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსო ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „ KNEWS.GE” ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა და მოძველებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა სათავსოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„შეტყობინების მიღებიდან 3 წუთში შემთხვევის ადგილზე ვიყავით, თუმცა სათავსოს გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან შენობა მოძველებული ხის ნაგებობა იყო“,-განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა გიორგი ნასრაშვილმა.

წყარო: http://www.knews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები