მოსამართლეებმა პროკურორების შუამდგომლობა ნიკა გვარამიას აცილებაზე არ დააკმაყოფილეს

მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა გვარამიას აცილებაზე არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაჟღერდა.

7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა. მოსამართლის თქმით, აცილების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამია უშუალოდ საქმის პროკურორი იქნებოდა.

“კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად აი ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა, როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება, ამიტომ, სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ”, – განაცხადა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები