სააკაშვილის მხარდამჭერებმა საქალაქო სასამართლოსთან საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ხეივანში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
შედეგად, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე, ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გზის სავალ ნაწილებზე იმყოფებიან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან აღმაშენებლის ხეივანში არსებულ გადასასვლელ ხიდზეც.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.