ნიაგარას ჩანჩქერი წყლის გარეშე – რა მოხდა 1969 წელს

1969 წელს, ექვსი თვის განმავლობაში, ნიაგარის ჩანჩქერის სიახლოვეს თუ მოხვდებოდით, დაინახავდით, რომ წყალი, რომელიც ამ მშვენიერი ქმნილების განუყოფელი ნაწილი გახლავთ, იქ საერთოდ აღარ იყო. საქმე იმაშია, რომ არმიის ინჟინერთა კორპუსი აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევას ჩანჩქერის კლდის ზედაპირზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ კლდე ეროზიას განიცდიდა.


ნიაგარის ჩანჩქერი სამი ჩანჩქერისაგან (Horseshoe Falls, American Falls და Bridal Veil Falls) შემდგარი წყალვარდნილთა სისტემაა, რომელიც მდებარეობს აშშ-სა და კანადის სახელმწიფო საზღვარზე. ჩანჩქერები მდებარეობენ ამერიკის შტატ ნიუ-იორკსა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე. ნიაგარის სიახლოვეს მდებარეობს აშშ-ს ქალაქი ბუფალო. ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის სიმაღლე შეადგენს 52 მეტრს. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა.


იმისათვის, რომ ჩანჩქერი წყლისგან „გაეწმინდათ“, საჭირო იყო, აეშენებინათ 182 მეტრის კაშხალი მდინარე ნიაგარეაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ 230 000 ლიტრამდე წყალი, რომელიც 1 წამის განმავლობაში მიედინებოდა, American Falls-იდან გადამისამართდებოდა Horseshoe Falls-ში, რომელიც კანადის მხარეს მიედინება.

კაშხალი 27 800 ტონა ქვისგან შედგებოდა. 1969 წლის 12 ივნისს, 12000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად დინების შემდეგ American Falls-მა დინება შეწყვიტა.

აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა შეისწავლა მდინარის კალაპოტი და დაიწყო აღმოჩენილ ხარვეზთა აღმოფხვრა. იმ დროის განმავლობაში, სადანამ მუშები მდინარის ფსკერს ასუფთავებდნენ, მშრალი ჩანჩქერის კიდიდან ახლოს მოეწყო დროებითი ბილიკი, რომლის საშუალებითაც, ტურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ, სხვა დროს მოუწვდომელი ლანდშაფტი ახლა კარგად გაეცნოთ.

საბოლოოდ, 1969 წლის ნოემბერში 2650 დამთვალიერებლის თვალწინ დროებითი კაშხალი ააფეთქეს და American Falls-მა დინება დაიწყო.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები