არსებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე სამართალდამცველი დაშავდა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, დილიდან ხაურია. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ერთ-ერთი სამართალდამცველიც დაშავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული.