მიხეილ სააკაშვილი: აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

“არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს.

„ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები