საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაურია
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაურია.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ოპერატორი, რომელიც სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის ღობეზე ავიდა, ჩამოიყვანეს, შესაბამისად, მათ აღნიშნული ადგილიდან გადაღების საშუალება არ მიეცათ.
პოლიციელების მხრიდან ოპერატორების ჩამოყვანას ადგილზე შეკრებილი საზოგადოებისგან უკმაყოფილება მოჰყვა.
სასამართლოს ეზოსთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც. ისინი სხვადასხვა სიტყვებს სკანდირებენ მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად.