დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. გამოძიება ექსპრეზიდენტს
რამდენიმე საქმეზე ედავება.

დღევანდელ პროცესზე „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეებს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.

წინა სხდომა, 3 საათის განმავლობაში, სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა და ისე დასრულდა, რომ 7 ნოემბერზე არცერთ მხარეს არაფერი უთქვამს.

პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები