ზურაბ ქადაგიძე: ელენე ღირსეულად მოიქცა, იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი – აქაც გაჯობეს მიხეილ
“მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ხოშტარიამ სააკაშვილს ამ შემთხვევაშიც აჯობა.
,,მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე. არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი. აქაც გაჯობეს მიხეილ… არჩევნების დღეს, რომ ვერაფერი მოახდინა „ნაცმოძრაობამ“ მიშა გადავიდა გეგმა B-ზე. დაიწყო აბსურდული შიმშილობა, რაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს – შიმშილობა შიმშილის პრევენციის მოთხოვნით. აბსურდს ის დაემატა, რომ თაფლი, ფაფა, წვენი, ცოლები, დეპუტატები, სუფთა ჰაერი, ფსიქიატრი, ადვოკატი არ უნდა მოკლებოდა. თან მთელ საზოგადოებას ამცნობდა საკუთარი გაუვალობისა და უუნარობის შესახებ. მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ „ბალასტად“ ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან 27 ნოემბერს გაწერეს. მან შიმშილობა 19 ნოემბერს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობდნენ. სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.