კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს – ურსულა ფონ დერ ლაიენი
კორონავირუსის ახალი ვარიანტის დაფიქსირების გამო, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს სამხრეთ აფრიკიდან ავიამიმოსვლის შეწყვეტას შესთავაზებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით გადაუდებელ ზომებს აამოქმედებს, აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად B.1.1.529 (კორონავირუსის ახალი შტამის) გამო, რომელიც შეშფოთებას იწვევს”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან შემაშფოთებელია:
„დღეს მეცნიერებსა და ვაქცინების მწარმოებლებს ვესაუბრე. ისინიც იზიარებენ ამ შეშფოთებას. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე აიცერით. დაიცავით წესები საკუთარი თავის დასაცავად. ვაქცინების მწარმოებლებთან ევროკავშირის კონტრაქტებში ნათქვამია, რომ ვაქცინა ახალ ვარიანტებს დაუყოვნებლივ უნდა მოერგოს. ევროპამ სიფრთხილის ზომები მიიღო”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.