თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა მანქანამ 70 წლის ქალბატონი იმსხვერპლა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 წლის ქალბატონს „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 70 წლის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები