რომის პაპის მოტოციკლი აუქციონზე გაიყიდა

   რომის პაპის – ფრანცისკეს მოტოციკლი – “Harley Davidson”, პარიზში, ბონჰამსის აუქციონზე 241,5 ათას ევროდ გაიყიდა. ცნობილი ბრენდის მოტოციკლი რომის პაპს 2013 წლის ივნისში რომში, ჰარლეი დევიდსონის 110 წლისდამი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაიკერებმა აჩუქეს. პაპმა კი მოტოციკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია “Caritas Roma”-ს გადასცა. პაპ ფრანცისკს მოტოციკლი არ გამოუყენებია, თუმცა მან მასზე ავტოგრაფი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები