ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყებისას დარბაზში ოპოზიციის წევრები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ანა წითლიძე შევიდნენ და პროტესტის ნიშნად სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადაეს. თუმცა, მათ ამის საშუალება არ მიეცათ და ისინი ადმინისტრაციული შენობიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ.
ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები