“მძაფრი სუნის ნივთიერება დავასხი, რომ სხდომა ჩაიშალოს” – ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წევრები 2022 წლის ბიუჯეტის კენჭისყრას აპროტესტებენ

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი მირდატ ქამადაძის განცხადებით, მან სხდომის დარბაზში კენჭისყრის პროცესის ჩასაშლელად სიცოცხლისთვის უსაფრთხო, მძაფრი სუნის ნივთიერება დაასხა.

სამართალდამცავებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ელგუჯა ბაგრატიონსა და ლევან ნათაძეს საკრებულოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთან, დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს არჩეული დეპუტატი რეზო ხარაზი.

„გვაგდებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საბჭოდან. რამდენიმე პოლიციელი გამორჩეულად აქტიურობს, ხელმძღვანელების უკან არიან დამალულები. ჩვენს სამუშაო ოთახში არ გვიშვებენ, ბიუჯეტის განხილვაზე, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებენ. ყველანაირ კომფორტს უქმნიან ამ ვადაგასულ საკრებულოს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ ბიუჯეტი დაამტკიცოს“, – აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ნათაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები