კობა კობალაძე: თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა
“მე მადლიერი ვარ პრემიერმინისტრის და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების, ამ ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენს ბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ”, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ”ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში ”რეალური პოლიტიკა” განაცხადა.
“დღეს 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერმინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმე საპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესო საუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებთანაც. რაც შეეხება ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი, ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანა ამ თემამ; ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება.
მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივა, რომელიც გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინცგაუჩინა ეს მცდარი ილუზია, – განაცხადა კობალაძემ.