ანა ბუჩუკური – სააკაშვილზე: ასეთი, ე.წ. მაღალი პროფილის პატიმრის მიმართ ხელისუფლებას ქცევის განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს

“ასეთი, ე.წ. მაღალი პროფილის პატიმრის მიმართ ხელისუფლებას ქცევის განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს.

“ასეთი, ე.წ. მაღალი პროფილის პატიმრის მიმართ ხელისუფლებას ქცევის განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს, თუმცა, ამის პარალელურად ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს, არის, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს ეხება გირგვლიანის საქმეს. რა თქმა უნდა, ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი”, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები