თამთა მეგრელიშვილი: ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიწვევამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკისა და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა

“ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული. კერძოდ, სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“, 31 „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება“, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მიწვევას.

როგორც მეგრელიშვილი წერს, კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს და მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს.

„საქართველოს გარდა, ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციის სტატუსით არის კლასიფიცირებული. წარმოდგენილი ინდექსები და საუკეთესო მაჩვენებლები გადამწყვეტი ფაქტორი იყო დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მისაწვევად. დიახ, საქართველო მიიწვიეს და მას წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი. ამით წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკისა და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანაა“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

საქართველომ ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მიიღო მოწვევა, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ქვეყნის სახელით სამიტში მონაწილეობას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები