სომალის დედაქალაქში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

“სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქების შედეგად”, – ინფორმაციას ”ალ ჯაზირა ” ავრცელებს.

“ჯერჯერობით, ჩვენ ვიცით, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა და 23  დაიჭრა”, – განუცხადა სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა, აბდიკადირ აბდირაჰმანმა სააგენტო Reuters-ს.

აფეთქების შედეგად, მიმდებარე სკოლების კედლები ჩამოინგრა და მანქანები დაზიანდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა სომალის შეიარაღებულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო. შეიხ აბდიასის აბუ მუსაბმა, ჯგუფის სამხედრო ოპერაციების სპიკერმა “როიტერს” განუცხადა, რომ აფეთქება გაერო-ს კოლონას მიმართულებით იყო. ალ-შაბაბი წლების განმავლობაში ებრძვის სომალის ცენტრალურ მთავრობას, რათა დაამყაროს საკუთარი მმართველობა ისლამური კანონის მკაცრი ინტერპრეტაციის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები