ჯო ბაიდენს კიბოსწინარე პოტენციური ადენომა ამოუღეს
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბოლო ოპერაციის დროს ამოუღეს კეთილთვისებიანი, მაგრამ პოტენციურად კიბოსწინარე ნეოპლაზმა.
ამის შესახებ მისმა ექიმმა, კევინ ო’კონორმა განაცხადა.
ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება, პაციენტის თანხმობით, თეთრმა სახლმა გაავრცელა.
როგორც ო’კონორმა განმარტა, აღმავალი მსხვილი ნაწლავიდან ამოღებული კეთილთვისებიანი პოლიპი მილაკოვანი ადენომა აღმოჩნდა, რომლის მსგავსი ბაიდენს 2008 წელს ამოუღეს.
ექიმმა განმარტა, რომ ეს ადენომა კიბოსწინარე წარმონაქმნად ითვლება, მაგრამ თავისთავად კეთილთვისებიანია. მკურნალობის გაგრძელება საჭირო არ არის.