უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას დიფტერია ემუქრება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, კორონავირუსისგან ანტივაქსერების ზრდის ფონზე ქვეყანა შესაძლოა დიფტერიის წინაშე აღმოჩნდეს.

ამის შესახებ გამოცემა „ბაბელი“ წერს.

„როდესაც COVID-19-ის გამო ქვეყანაში გააქტიურდნენ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, რუტინული ვაქცინაციის სტატისტიკაც გაუარესდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, ყოველი მეორე ზრდასრული დიფტერიისა და ტეტანუსის წინააღმდეგ აცრილი არ არის.

”მომავალში ამან შესაძლოა დიფტერიის აფეთქება გამოიწვიოს,” – თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, პოლიომიელიტის პრობლემები უკვე დაწყებულია. მისი ინფორმაციით, ერთი თვის წინ უკრაინაში წელიწად-ნახევრის ბავშვს ამ დაავადებით გამოწვეული დამბლა დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები