ჯანმოს გენერალური დირექტორი: შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში

World Health Organization (WHO) Director-General Tedros Adhanom Ghebreyesus attends a daily press briefing on COVID-19, the disease caused by the novel coronavirus, at the WHO heardquaters in Geneva on March 11, 2020. - WHO Director-General Tedros Adhanom Ghebreyesus announced on March 11, 2020, that the new coronavirus outbreak can now be characterised as a pandemic. (Photo by Fabrice COFFRINI / AFP) (Photo by FABRICE COFFRINI/AFP via Getty Images)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში“, – განაცხადა გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა წარმოიქმნას განცდა, თითქოს, ვაქცინებმა დაასრულეს კოვიდ-19 ვირუსის პანდემია და აცრილ ადამიანებს აღარ სჭირდებათ რაიმე სახის სიფრთხილის ნორმების დაცვა.

„ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“, – განაცხადა ორგანიზაციის გენდირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არცერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება. გარდა ამისა, მოსახლეობას ეძლევა რეკომენდაცია, თავი აარიდონ ადამიანთა დიდი რაოდენობით შეკრებას, ხოლო შეხვედრები უნდა გაიმართოს ღია სივრცეში, ან ისეთ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე წვდომის პარალელურად, საჭიროა ყველა ქვეყნის მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს კორონავირუსის სწრაფ ტესტირებაზე და მკურნალობის ახალ ვარიანტებზე.

გებრეისუსი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული არსებული ქაოსი იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოს სჭირდება მყარი გლობალური შეთანხმება თამაშის წესების დასადგენად პანდემიებისთვის მოსამზადებლად და მათზე რეაგირებისთვის.

აღნიშნულ თემას მიეძღვნება ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის სესია, რომელიც ჟენევაში 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორუმი გახდება სასტარტო მოედანი საერთაშორისო დოკუმენტის შესაქმნელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები