ჩრდილოეთ კორეაში კაცს „კალმარის თამაშის“ გავრცელებისთვის დახვრეტა მიუსაჯეს
ჩრდილოეთ კორეაში კაცს „კალმარის თამაშის“ გავრცელებისთვის დახვრეტა მიუსაჯეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონტრაბანდისტი ჩინეთიდან დაბრუნებული სტუდენტია, რომელმაც სამხრეთკორეული სერიალი მალულად შემოიტანა. მან სერიალის ასლები რამდენიმე სტუდენტს მიჰყიდა, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
კონტრაბანდისტს დახვრეტენ. ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც მისგან სერიალი შეიძინა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კიდევ ექვსს კი შოუს ყურების გამო შრომით ბანაკში 5 წლის გატარება მოუწევს.
ჩრდილოეთ კორეაში დასავლური და სამხრეთკორეული ფილმების, სერიალების ყურება, მუსიკის მოსმენა და გავრცელება მკაცრად აკრძალულია. 7 სტუდენტის დაკავება პირველი შემთხვევაა, როცა ეს კანონი პრაქტიკაში გამოიყენეს.