ლა-მანშის სრუტეში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლა-მანშის სრუტეში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას  საფრანგეთის პოლიცია ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საფრანგეთის საპატრულო გემებმა ცხედრები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად სამი ვერტმფრენი და სამი კატარღაა მობილიზებული.

საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრება 31 500-მა ადამიანმა სცადა, ხოლო ზღვაში კი 7 800 ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები