მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსი იპოვეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ღამურებში SARS-CoV-2-ის მონათესაო კორონავირუსი გამოავლინეს.

ამის შესახებ პორტალ Phys.org-ზეა ნათქვამი.

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ და ინგლისის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სარბეკოვირუსი (SARS-CoV-2-თან დაკავშირებული კორონავირუსი) აღმოჩენილია ღამურების ერთ-ერთ სახეობაში.

აღინიშნება, რომ კვლევა ბრიტანეთში ჩატარდა, თუმცა, ვირუსი ასევე ვლინდება ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

მეცნიერების თქმით, ახალი ვირუსი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუ RhGB01-ის ინფექციის მატარებლი ღამურა SARS-CoV-2-ით დაინფიცირდა, არსებობს ამ ვირუსების შეჯვარების რისკი და შესაძლოა, გაჩნდეს ახალი ვირუსი, რომელიც შეიძლება, იყოს ინფექციური ადამიანისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები