ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს მრავალწლიანი, თანმიმდევრული შრომის შედეგია, რომელსაც GMGA-მ საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით მიაღწია.

„სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრობა არის, ერთი მხრივ, საქართველოს, როგორც სამთო მიმართულების უდიდესი აღიარება მსოფლიო დონეზე და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მთამსვლელებისა და სამთო გამყოლებისთვის, საქართველოში მიღებული სწავლებით მოიპოვონ საერთაშორისო სტატუსი”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები