ხატია დეკანოიძე: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, “ქართული ოცნება” აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი მხილების მიუხედავად, “ქართული ოცნება” აგრძელებს მოსამართლეების არჩევის პროცესს – ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია და ჩვენი პარტია ვართ საპარლამენტო ბოიკოტში და, რეალურად, არაერთი მხილების მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” აგრძელებს ამ მოქმედებას, რაც გულისხმობს, რომ აირჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც არიან რეჟიმის ძალიან ახლო მსახურები. შესაბამისად, ობიექტური მართლმსაჯულება, სამართლიანი სასამართლოს შექმნა მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება ამ ხელისუფლების არარსებობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა ჩამოსცილდეს ძალაუფლებას – ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტას არ ვაპირებთ”, – განაცხადა დეკანოიძემ.