ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია ისევე, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული ომბუდსმენი
“სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია ისევე, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან კონტრშეტევა არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენის მანდატის პოლიტიზება მისთვის მიუღებელია.
„ჩემი აზრით, ამ პროცესებმა ერთი ძალიან ცუდი რამ გამოავლინა, სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში გახდა თავდასხმის ობიექტი. იმის მიუხედავად, რომ ვიღაც შეიძლება, იზიარებდეს მის მოსაზრებებს, ვიღაც – არა, თვითონ სახალხო დამცველზე ასეთი თავდასხმა ჩემთვის მიუღებელია ისევე, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან მერე ასეთი კონტრშეტევა, ეს არ არის ის, რითაც უნდა იყოს დაკავებული სახალხო დამცველიც, პოლიტიკური პარტიებიც.
სახალხო დამცველს თავისი მანდატი აქვს და ახორციელებს, ამ მანდატის განხორციელების პოლიტიზება არ მიმაჩნია, ზოგადად, სწორად არავის მხრიდან”, – განაცხადა იოსელიანმა.