„უფლის ხელს ვერ ვწერდი და ძალიან განვიცდიდი, როცა შუაღამისას უცნაური ხმა  ჩამესმა“ – ზუგდიდელი ფიროსმანი, თექაზე ხატწერის საოცარი ნიმუშებით

დაიბადზუგდიდში. მშობლები ფოტოგრაფები იყვნენ. ამბობს, რომ სწორედ ფოტოგრაფიიდან დაიწყო მისი გზა ხელოვნებაში, ის გამოცდილება ხატების წერის ძალიან დროს გამოადგა. წერთექზე ანუ დამუშავებულ მატყლზე. მის მიერ დაწერილი ხატები დაბრძანებულია როგორც საქართველოს ტაძრებში, ასევე – საზღვარგარეთ. ახლო მომავალში ივერიის ღვთისშობის  ხატი  დაიწერება, რომელიც იერუსალიმში დაიდებს ბინას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონტროლიორად მუშაობს და ამბობს, რომ ზუგდიდელ ფიროსმანს ეძახიან. მხატვართა ლიგის წევრია და მისი ნამუშევრები შესულია საგამოფენო კატალოგებში. – თვითნასწავლი ხატმწერის, მანონი მაქაცარიას პერსონა.
– რადგან ჩემი მშობლები   ფოტოგრაფები იყვნენ, მეც მერვე კლასიდან დავეუფლე ფოტოგრაფიას, კერძოდ, პორტრეტებზე ვმუშაობდი და… ამ  გამოცდილებით ვწერ ხატებს. მეშვიდე წელია თემქაზე ვმუშაობ,  ზუგდიდში  დისშვილი დადიოდა კურსებზე, სადაც თექაზე  ასწავლიდნენ მძივებს და საბავშვო სათამაშოებს.  მე თექის  დამუშავება მაინტერესებდა და იმ დღიდან დავეუფლე თექის დამუშავების ტექნოლოგიას, ჩემი ხედვით ვმუშაობ დამოუკიდებლად.
– თქვენს ნამუშევრებს შორის ბევრი წმინდანია… ამ ციკლიდან რომელ ხატებს გამოარჩევდით და რატომ? ფიროსმანის ნახატები… ალბათ გიყვართ ნიკალა… განსაკუთრებით რომელი?
– გამიჭირდება გამოყოფა, მაგრამ ვიტყოდი  წმინდა ნიკოლოზის ხატს, რომელიც, ემიგრანტების მოთხოვნით და მონაზონ ანესიას  ხელმძღვანელობით, იტალიის ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში  დავაბრძანეთ.
ნებისმიერი ქართველი ამაყობს ნიკალათი  და, რასაკვირველია,  მეც, თუმცა გამორჩევით მაინც  „მეეზოვეს“ გამოვყოფდი.

– დაწერილი გაქვთ ზვიად გამსახურდიას პორტრეტი…
– ბატონი ზვიადი ერის  საამაყო პრეზიდენტია, მე, როგორც ვეტერანი, გურამ მაქაცარიას და, ბატონ ზვიადს ახლოდან ვიცნობდი, გადავწყვიტე,  გვარდიის ფორმაში გამოწყობილი ზვიადი გადამეტანა თექაზე, ასე შეიქმნა პრეზიდენტის პორტრეტი.
– როგორ მუშაობთ თითოეულ ნამუშევარზე, რა მასალას იყენებთ… საინტერესოა, წმინდა გიორგის ხატი ბადეზეა დაწერილი…
– ძირითადად, თექაზე ვმუშაობ. ხატწერას ვუნდები არანაკლებ სამი თვისა, ვინაიდან  ნამუშევრები საკმაოდ დიდია, სიგრძე – 1მ 20სმ, სიგანე კი –  1 მეტრი.
ზუგდიდში თექა არ იყიდება და საშოვნელად საკმარისი დრო არ მქონდა. მინდოდა, წმიდა გიორგის ხატი დამეწერა. პირველ ნაბიჯთან ერთად მუზაც უმალ მეწვია – ბადე, რომელსაც,  მწერის საწინაღმდეგოდ, ფანჯრებზე ამაგრებენ.
– ღვთისმშობელი, ქრისტე, ქრისტეშობა, სერაფიმ საროველი, ქსენია პეტერბურგელი… სად არის დაბრძანებული თქვენი ხატები?
– წმინდა გიორგი დაბრძანებულია სვეტიცხოვლის ტაძარსა და იტალიის ქალაქ ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, ხოლო შობის ხატი – იტალიის ქალაქ ნეაპოლის ანდრია მოციქულის ტაძარში.

ნეაპოლი. წმინდა ანდრია მოციქულის ტაძარში დაბრძანებული შობის ხატი

ახლო მომავალში, მამა გურამის ლოცვა-კურთხევით, ივერიის ღვთისმშობლის  ხატი  იწერება, რომელიც წაბრძანდება იერუსალიმში. წმ. სერაფიმეს ხატი, ისევ მამა გურამის თანადგომით, კიევ-პეჩორის ლავრის ტაძარში დაიდებს ბინას. წმინდა ქსენიას ხატი კი – სანტ-პეტერბურგში.
– როგორ დაიწერა დავით აღმაშენებლის ხატი?
დავით აღმაშენებლის ხატის სიგრძე 1 მეტრი, სიგანე კი ნახევარი მეტრია.  და  მოხდა საინტერესო რამ – უფლის ხელს ვერ ვწერდი, რასაც  შინაგანად ძალიან განვიცდიდი. ერთი თვე გავიდა… ღამის 3 საათზე  ჩამესმა ხმა, შენ ამ მეთოდით დაწერე და გამოგივაო… მეორე დღეს მართლაც  დავასრულე სრული ხატწერა.

„ვეფხისტყაოსანი“…
– „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად არის ნათარგმნი და მეც  გადავწყვიტე, პირველს გადამეტანა თექაზე.
– თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონტროლიორად მუშაობთ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს საქმეს და თექაზე მუშაობას? რას გაიხსენებთ თუნდაც სამსახურიდან?
– მე ზუგდიდელ ფიროსმანს მეძახიან,  ნიკალაც ხომ რკინიგზის სადგურში კონდუქტორად მუშაობდა. ამ  თემაზე სიუჟეტი გადაიღო რადიო „კვირის  პალიტრის“ კორესპონდენტმა.
– ჰობი, გამოფენები…
მხატვართა ლიგაში გავწევრიანდი,  სადაც კი  გამოფენა იმართება, ყველგან,  ჩემი ნამუშევარი შედის კატალოგში. სულ  ხუთ კატალოგში მოხვდა ჩემი ხატწერა.

სერაფიმ საროველის ხატი
თექაზე დაწერილი წმინდა ნიკოლოზის ხატი
სპირიდონ ტრიმიფუნტელი
ქსენია პეტერბურგელი

შობის ხატი
ვახტანგ გორგასალი

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები