“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი, ყოველგვარი სპეკულაციები დასრულდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მიერ უზრუნველყოფილია.
“სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მგონი, დასრულდა ყოველგვარი სპეკულაციები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მიერ და ამაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. რაც შეეხება მისი პირადი ექიმისა და მეგობრების სურვილებს, რომ სააკაშვილს რამდენჯერაც თავი ასტკივდება, იმდენჯერ დასასვენებლად სადღაც კურორტზე უნდა გავაგზავნოთ, ამას, ბუნებრივია, ჩვენი არცერთი მოქალაქე და არც სხვა სერიოზულად არ შეხედავს. ის, როგორც პატიმარი, მიიღებს სრულყოფილ სამედიცონო მომსახურებას, მაგრამ მოიხდის სასჯელს, როგორც აქვს მისჯილი სასამართლოს მიერ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.