21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება – 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა. 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები