ექიმი – სააკაშვილზე: ხვალიდან უკვე დაკვირვების სტადიაში გადავდივართ და ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს
“ხვალიდან უკვე დაკვირვების სტადიაში გადავდივართ და ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს”, – ამის შესახებ კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
“სტაბილურია მისი მდგომარეობა. გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია, შიმშილის მარკერები ნორმაშია. როგორც იქნა, ცილამაც ნელ-ნელა მოწესრიგება დაიწყო და ვიტამინების დოზას ნელ-ნელა ვამცირებთ. ხვალიდან უკვე დაკვირვების სტადიაში გადავდივართ და ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს”, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.